January 4th, 2013

Сванский язык

1.ЕСАМСАДЕ --потомство.
2.´КХАЦ --кривой.
3.ГВЕ´Ф --коварный,хитрый.
4.ЛИЯШВЕ --разводить огонь.
5.КИНКИЛ --пушок.
6.ЛИСК-НДЕ,ЛИ´ЦРÁÁЛ --руганье.
7.НАСК-НДВ --обруганный.
8.ЛУСОО´´КЕ,´ТОЛУР --сумашедший.
9.´ЦИНД --залог,заклад.
10.ЛИ´´КАЛ --толочь,молоть.
11.МАХРУКА --махорка.
12.ЛИГЛЕ --драть,дергать.
13.Л-ГУЛДЖ-РЕ --рваный.
14.ЛИСКИХИ --кататься по льду.
15.РОКУР,ВАНИ --гладкий,ровный.
16.НАХЕМИ ЛИ´ФЛЕНИ --пронзать.
17.´ТЧАБИГВ --герой,богатырь.
18.ЛУ´ТЧБУГУ --геройский.
19.´ТЧАБГОБ --геройство.
20.ЛИМЛЕ --хулить.
21.Л-МЛЕ --осужденный.
22.ЛИМЛУНЕ --заставить хулить.
23.ЛИХВИЕ --понять,находить.
24.ГВЕБ,´ГВЕБ --колода,пойло.
25.ГОГРА --колесо.
26.ЦХИК,´КУН´ФИР --корзина,кузов.
27.ЛИР´ТЧЕ --петь плачебные песни.
28.МАБЖА --думать.
29.´КАЛИГНОУНЕ --заставить слушать.
30.УМ´ХЕРА,ЛЕГ ЛЕСГДИ --урод.
31.ЛИГВРАНИ --катать.
32.КВИКВ --моток ниток.
33.ЛИГВРАНÁЛ --переворачиваться.
34.ГВЕХ --скала.
35.ЛИ´ГУРХУНИ --хрюканье свиней.
36.СÁЛТ --кольцо.
37.´КВÁЛБ --наковальная.
38.ХУРГУУН --шум,стук колес.
39.ИН´ГА --малина.
40.´КВЕЕР-ЛИ --свежо.

Сванский язык

1.ЛИ´КВЕЕРУНЕ --охлаждать.
2.´КВЕЕР --прохладный.
3.Б-ТК --обруч.
4.Л-ХОР --сборише.
5.ЛИЛХОРИ --собрирать,скоплять.
6.Л-К-РКÁН ´ФА´ТВ --курчавый(волос).
7.ЛИ´ЦКУУЛИ --ворковать.
8.ЛИДЖВДЕ --длить.
9.НАДЖВДИ,НАДЕ´Г НАДЖВДИ --долгота,долгоденствие.
10.НИАВИ ЛИ´´КЕР --чутье,сметка.
11.ЛИГ-РДЗНАВÁÁЛ --чародейство.
12.Г-РДЗНÁВИЛ --чародей.
13.АРШХАЛ --сук.
14.ГОК --яблоко глазное,зрачек.
15.ГÁГО --кукушка.
16.´КААЦИ,ХАЛ´Т --мешок кожанный.
17.НА´ТЧ´ТХЕ ЗЕ´К,КÁН --вязка дров.
18.´ГАН´ЦВИШ --плуг.
19.ГВИЛУКВАРД,ГВИМЕШ´´КДАД --хладнокровно.
20.ЕЗАРГВИИМИШ,УМ´´КААЛВА --храбрый.
21.ГУДЛИКЕД --внимать.
22.ГУЛУ´´КУЛАД ЛИГВНИ --задыхаясь рыдать.
23.´КХАБЛИ´´КВРЕ --лежать на спине.
24.ГВИМЕКВШЕ --сокрушенное сердце.
25.ГВИЛ-МЦХААНЕ --хладнокровный.
26.ГВИЛ-ДАД --надежно.
27.ГВИЛИДЕЕСГИ --надеяться.
28.ГВИЛИКВЕД --оскорбление.
29.ГВИЛ-ШИХ --огорченный.
30.ГВИЛ-МУНДЕ --уверенный.
31.ГВИУ´ТМИИНА --нетерпеливый.
32.ГВИЛ-ДГАР --убитый горем.
33.ГВИЛ-´КХВАНЧЕ --скрытный.
34.ГВИЛ-ДЖРАВЕ --уверенный.
35.ЛИЦИХ --иметь в запасе что.
36.ГВИМААР --хотеть,желать.
37.ГВИМ-´ТЕР --сердцеведец.
38.ГВИМИСАН --угадчик,чародей.
39.ЛИТХУНЕ --отрыжка.
40.ГВИМИ ЛЕ´КВИИСГ --пожелание.

შობის წინა ღამე სვანეთში

შობის წინა ღამე სვანეთში - 24 დეკემბერი ძვ.ს.
„ შობამდე რამდენიმე დღით ადრე ხელის საფქვავზე მსხვილად დაფქვავდნენ ხორბალს. 6 იანვარს(ახ.ს.) დილით მოხარშავდნენ ამ, ფქვილისგან ფაფას ‘’შობა ქაქ“ , საწებლად ე.წ. მუჯორს გააკეთებდნენ : დანაყავდნენ კანაფის თესლს ,გამოხდიდნენ ზეთს (ან ნიგვზისგან) . ჩენჩოს წყალში გახსნიდნენ შეაზავებდნენ მარილით და შემდეგ თავისავე ზეთს გადაასხამდნენ. ფაფასა და „მუჯორს“ საღამოსთვის შეინახავდნენ.
შემოდგომას კალოობის დროს, მოიმარაგებდნენ საუკეთესო ხორბალს, დაფქვავდნენ მას და ცალკე კიდობანში შეინახავდნენ საახალწლო დღეობებისთვის. ამ ფქვილს ლამარიაშ ‘’ტაბლაში“ ეწოდებოდა . ამ კიდობანს შობის წინა ღამით ხსნიდნენ. ვიდრე ამ კიდობანს გახსნიდნენ ოჯახის უფროსი მამაკაცი არყის ხისგან გამოთლიდა პატრა ჩოგანს. ამ ჩოგნით უნდა ამოეღო კიდობნიდან ფქვილი ოჯახის დიასახლისს. როდესაც ვახშმისთვის მზადების დრო დადგებოდა გააჩაღებდნენ კერიაში ცეცხლს. სანამ დიასახლისი ფქვილის მოსატანად გავიდოდა "გუემში" დანარჩენი ოჯახის წევრები კერიას გარს შემოუსხდებოდნენ, ხელში პატარა ნახშირის ნაჭრებს დაიჭერდნენ და ხელში მაგრად მომუჭავდნენ, თავებს დახრიდნენ და სრულ სიჩუმეს ჩამოაგდებდნენ სანამ დიასახლისი არ გამოვიდოდა ფქვილით ხელში..
დიასახლისი დანახვისთანავე ოჯახის წევრები წამოიშლებოდნენ და ნახშირს ცეცხლში შეაგდებდნენ. დიასახლისი კერიას მარჯვენა მხრიდან სამჯერ შემოუვლიდა და შეუდგებოდა ლამარიას „ ტაბლაშ“-ისგან აუფუებელი სეფისკვერების ცხობას. ამ კვერებს , ფაფასა და მუჯორს ოჯახის უფროსი ლამარიას (ღვთისმშობელს) შესწირავდა.“
( ფოტო: მარგიანების სახლ-მუზეუმი მესტიაში. მ.ჩ.)



https://www.facebook.com/photo.php?fbid=531219290235600&set=a.386661661358031.93485.289936404363891&type=1&theater

ზუმხა/ზომხა/ზაიმახე- ახალი წელი

ზუმხა დილით ძალიან ადრე წამოიშლებოდნენ ოჯახის უფროსი ქალი და კაცი, რომლებიც ახალი წლის შინაური მეკვლეები იყვნენ, უბრად ხელ-პირს დაიბანდნენ და ცეცხლს აანთებდნენ. ამ დღეს ცეცხლის შებერვით ანთება არ შეიძლებოდა. ამიტომ კერიაში ღმად შენახულ ნაკვერჩხალს გამოჩიჩქნიდნენ, ზემოდან ხმელ შეშას დააყრიდნენ და დააცლიდნენ სანამ თვითონ არ აინთებოდა. შემდეგ მეკვლე ქალი „ლალააშს“ ( თესლის ჩასადები ჭურჭელი) ზურგზე წამოიკიდებდა, კაცი მეკვლე ხარს წინ გაიგდებდა და კალოზე გავიდოდნენ. აქ ისინი ააგებდნენ თოვლის კოშკს, რომლის შუაგულში ნაძვის ტოტს დაამაგრებდნენ. რაც უფრო მაღალი იყო კოშკი მით უფრო კარგი მოსავალი იქნებაო ამ წელს. მეკვლეები თოვლის კოშკს სამჯერ გარს შემოუვლიდნენ და ლოცულობდნენ:
„ ოო ზაჲა ყერი მ’ცაადი მალდიან, ხოჩაამ ზაჳ მახა ლანგენ; ლანო კუმში ნაფშირი ი მაარემი ნაშვდები. მ’ჴმარიდ მაარე ხარდვინ, ლეჴმარი კუმაშ ლანო ნიშგვეი ქჳინი ლაცვრად ი ღერთა ნამზურუდ.“ - ოო წლის ძალის შემცვლელო მადლიანო კარგ ახალ წელიწადს მიგვაყენე; მოგვეცი საქონლის სიმრავლე და ადამიანის მშვიდობა; მომხმარებლად ადამიანი ამყოფე და მოსახმარი საქონელი მოგვეცი ჩვენი სულის გადასარჩენად და ღმერთის შესაწირად.
ლოცვის შემდგომ სახლში დაბრუნდებოდა და დაიძახებდა:
ყოორ მ’კარ! - კარი გამიღეთ
-მაი აჯღვა სი ბედნიერ? - რა მოგაქვს ბედნიერო?
-ღერთა ჟ’რ ღვთის წყალობა..
შევიდოდა სახლში, კერიას სამჯერ გარს შემოუვლიდნენ.
„ ვოო , ზაჲა ყერი მეცაადი მალდიან, გირგოლ ბაცი (სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს წმინდა ბასილი დიდი და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.)ძუღვა კალანდაშ, ხოჩა ამ ზავ მახა ლანგენ...“
ვოო, წლის ძალის შემცვლელო, მადლიანო, გრიგოლ ბაცი ზღვის კალანდისაო , კარგ ახალ წელიწადს მიგვაყენე.
( ჩაწერილია სოფ. ჭოლაშში 1936 წელს მთქმელი: ემზა გუჯეჯიანი. )სვანურ დღეობათა კალენდარი. ვ. ბარდაველიძე



https://www.facebook.com/photo.php?fbid=529314337092762&set=a.386661661358031.93485.289936404363891&type=1&theater

ჲანობ/იენშობ(ძვ.ს. 9,10,11 დეკემბერი)

ჯერ კიდევ ფეტვის მოსავლის აღების წინ გადაარჩევდნენ საუკეთესო მარცვალს და დაფქვავდნენ და შეინახავდნენ ამ დღისთვის. ამ ფქვილს „ჲანა გვიზ“ ეწოდებოდა.
დღეობა დღეს გამოაცხობდნენ ფეტვის პურებს, რომლებსაც ჭკ’ტარ (მჭადები) ეწოდებოდა. ეს დღე უქმე იყო. ამ დღეს ქალები სართავს ხელს არ მოჰკიდებდნენ. განკუთვნილი იყო ეს დღეობა თვალების ტკივილის საწინააღმდეგოდ. ვისაც ამ დროს თვალები სტკიოდა მზის ჩასვლამდე იშიმშილებდა. სახლის უფროსი ქალი მიდიოდა იანის სალოცავში და თან მიჰქონდა ‘’ნადბაშუნ“(შესაწირი) პურისა და ფეტვის ფქვილის ცომი. დაავადებულის სახელზე ის აცხობდა პურის ცომისგან ლემზირებს და ფეტვის ცომისგან ჭკ’ტებს..ამ პურებით ხელში და ანთებული სანთლით ის ევედრებოდა ჲანს, აეშორებინა მისი ოჯახისთვის ავადმყოფობა..
„ვოო დიდაბ აჯჴად, დიდაბ აჯჴად ჲან ლატლიიშს
ჲან მალდიან! ჲან ფუსდ
ჟიბე ლ’კლათხე, მარემი ქუნემ ნასდები ი ნაფშირი ლანო“ - დიდება მოგსვლოდეს, დიდება მოგსვლოდეს იონა ლატალისა! იან მადლიანს! იანო უფალო, ზე ამაღლებულო, კაცის სულის მშვიდობა და სიმრავლე მოგვეცი.

ქალაქ იერიქონის რუკა ე.წ. ფარჰის ბიბლიიდან (1366-1383 წწ.) -შუასაუკუნეების ხის სკივრზე შესრულებული ო

1) ფოტოზე:
ქალაქ იერიქონის რუკა ე.წ. ფარჰის ბიბლიიდან (1366-1383 წწ.)

"და გარემოიცუეს ქალაქი დღესა მეორესა ერთბამად და კუალად წარჴდენ ბანაკადვე და ესრეთ ყუეს ექუს დღე. და დღესა მას მეშჳდესა აღდგეს აღმოსლვასა ცისკრისასა და შე-გარე-ვლეს ქალაქი შჳდგზის. და მეშჳდესა მას გარეშესლვასა დაჰბერეს მღდელთა ნესტუთა მათ და ჰრქუა ისო ძეთა ისრაჱლისათა: ღაღატ-ყავთ, რამეთუ მოგცა თქუენ ქალაქი ესე." (ის. ნავ. 6: 14-16)
2) ფოტოზე: შუასაუკუნეების ხის სკივრზე შესრულებული ორნამენტი. (სვანეთი . სოფელი ნაკრაXIII-XIVს., ამჟამად ინახება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.)



https://www.facebook.com/photo.php?fbid=511602365530626&set=a.386661661358031.93485.289936404363891&type=1&theater

სვანურ "ლემზირები"-სეფისკვერები

1.''ჯუარ'' ფუსნაბუასდისთვის განკუთვნილი კვერი (ფუსდ/ფუსტ- უფალი. ბუასდ - ქვეყანა). 2.''ფუსნა მუჟეღვ" - უფლისათვის განკუთვნილი კვერი ( ფუსნ- უფალი. მ'ჟეღვ- წინამძღვარი)
3.''ფუსნა ლემზირ'' - უფლის კვერი. 4. ''სეფსკუერ'' 5.''ლემზირ''. 6. ''ლამარიაშ ლემზირ'' - ღვთისმშობლისადმი განკუთვნილი კვერი 7. ''კირკაადუ'' - ბარაქისთვის განკუთვნილი კვერი



https://www.facebook.com/photo.php?fbid=507957302561799&set=a.386661661358031.93485.289936404363891&type=1&theater

.

1)"ფაკან" -ხის ჯამი( მესტია); 2) ''კოობ''- საწვენე ხისა (ლატალი)3) ''კუანჩხ ი კიზ" -კოჭობი და კოვზი ხის (კალა);
4)"კათხ" - სასმისი ხისა (იენაში, ლატალი); 5) ''ტაბაგ" - გრძელი სუფრა (იენაში, ლატალი); 6 )''ქარახს'' - ყანწი (სოფ. ნაკიფარი) (1939 წ.)



https://www.facebook.com/photo.php?fbid=507614849262711&set=a.386661661358031.93485.289936404363891&type=1&theater